მიშა მესხი: "შუტკა"-სოფო ბედიას ქმარი, უკვე მოძველებულია

  • 2 ივნისი 22:16

მიშა მესხმა გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი" საზოგადოების მხრიდან მის მიმართ დამკვიდრებულ მეტსახელზე ისაუბრა. 

მისი თქმით, "შუტკა"-სოფო ბედიას ქმარი, უკვე მოძველებულია და დროა ხალხმა სხვა რამეზე იხუმროს. 


"ვფიქრობ ეს ხუმრობა უკვე მოძველებულია, აი მაგალითად რომ იყო "აბა თქვი აა და რეკლამაა" უკვე ასეა. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანების პრობლემაა, რომ ამ ტექსტებიდან ვერ გამოვიდნენ, მიმაჩნია, რომ ვინც ამაზე კიდევ ხუმრობს, მეტი იუმორი უბრალოდ აღარ აქვთ",- აღნიშნა მიშა მესხმა. 


გადაცემაში სოფო ბედია მეუღლის მხარდასაჭერად იყო მისული, რომელმაც აღნიშნა, რომ მას და მის ქმარს ეს ხუმრობა არასდროს აკომპლექსებდათ, თუმცა ყველაფერს თავისი საზღვარი უნდა ჰქონდეს.