"როდემდე უნდა ვითმინოთ ეს მონობა?! - "კარფურში" თანამშრომელს გული წაუვიდა

  • 2 ივნისი 21:54

„კარფურის“ თანამშრომელს გული წაუვიდა. ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 


ამბავს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:


"როდემდე ადამიანებო?! როდემდე უნდა ვითმინოთ ეს მონობა?! სად არის შრომის უფლებები და რატომ უწევთ გაუსაძლის პირობებში მუშაობა მიზერული თანხის გამო?!“


„ეს ხდება კარფურში. თანამშრომელს ვირული შრომის, დახუთულობისა და კიდევ ღმერთმა იცის რის გამო… გული წაუვიდა.


 „პირბადეებით არიან მთელი დღე დახურულ სივრცეში და კონდენციონერიც არ აქვთ. ეს ახალგაზრდები კაპიკებზე მუშაობენ“, – წერენ სოციალურ ქსელში.


წყარო