ამერიკაში რუს ჟურნალისტს პოლიციამ დამიზნებით ესროლა

  • 2 ივნისი 21:01

ამერიკაში საპროტესტო გამოსვლების დროს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელებმა "სპუტნიკის" პროდიუსერს რამდენჯერმე დამიზნებით ესროლეს. ამი შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

"მე თეთრ სახლთან ვიყავი, როდესაც პოლიციამ მომიტინგეების მიმართულებით სროლა დაიწყო. როცა მე მომიახლოვდნენ, პოლიციამ სწრაფად დაიწყო სროლა, როგორც ჩანს, რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენი გაზის ყუმბარებს ისროდნენ",- ამობობს ნიკოლ რუსელი. 


მისი თქმით, სამართალდამცველებს, რამდენჯერმე გაუმეორა, რომ მედიის წარმომადგენელი იყო და პრეს-ბარათიც აჩვენა, თუმცა ამან სამართალდამცავები ვერ შეაჩერა.


ნიკოლ რუსელს ჭრილობები ბარძაყსა და მუცლის არეში აქვს მიყენებული. პროდიუსერი ვარაუდობს, რომ მას რეზინის ტყვიები ესროლეს.


ამერიკის 140 ქალაქში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო საპროტესტო აქციები და არეულობა უკვე 1 კვირაზე მეტია მიმდინარეობს.