,,ყოველღამე დავდიოდი ტაძარში… ღმერთმა გადაგვალახინა პანდემია" – ლევან რატიანი

  • resonancedaily.com
  • 2 ივნისი 18:24

,,არ არსებობს წარმატებული ექიმი ღვთის გარეშე" - ამის შესახებ „პოსტ ალიონის" ეთერში საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

ის ამბობს, რომ ღვთის დამსახურებაა პანდემიასთან წარმატებული ბრძოლა.


„არსებობს განმარტება, რომ შეიძლება ადამიანმა მიიღო სამედიცინო განათლება, მაგრამ ვერ გახდე ექიმი. არ არსებობს წარმატებული ექიმი ღმერთის გარეშე.


ჩვენ ყველა ვგრძნობთ ამ დიდ მხარდაჭერას რასაც ღვთიური ძალა ჰქვია. მე პირადად ეს პერიოდი ღმერთმა გადამალახინა.


კორონავირუსმა ერთი რამ დაგვანახა, ყველაფერი უნდა გადავდოთ ადამიანებმა და ერთმანეთი კიდევ ერთხელ ძალიან უნდა შევიყვაროთ. ახლა პირველად ვლაპარაკობ, ამ პერიოდში ყოველღამე დავდიოდი ტაძარში" - განაცხადა ლევან რატიანმა.

სრული ვერსიის ნახვა resonancedaily.com