ხალხური მეთოდი, რომლითაც ღრძილებს მკურნალობდნენ

  • agrokavkaz.ge
  • 2 ივნისი 18:13

ჯანმრთელი ღრძილებისთვის ჩვენი კვების რაციონში ახალი ხილი, ბოსტნეული, ხორცი და სხვა ნატურალური პროდუქტები უნდა შედიოდეს.

 


გთავაზობთ ხალხურ რეცეპტს, რომლითაც ძველად ღრძილებს მკურნალობდნენ.


2 სუფრის კოვზ გვირილას გამხმარ ყვავილებს დაასხით 200 გრ. ანადუღებული წყალი, გააჩერეთ 30-40 წუთი, გამოივლეთ პირის ღრუში;


ალოეს ფოთოლი კარგად გარეცხეთ, მოაჭერით ეკლები, გაჭერით ორ ფენად და დაიდეთ ღრძილებზე დღეში 5-6 ჯერ;


2 კოვზი მუხის ქერქი 0.5 ლიტრ წყალში 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ, გააცერეთ 10 წუთი (თავდახურული), გადაწურეთ, გააგრილეთ და გამოივლეთ 2-3-ჯერ დღეში ნახევარი ჭიქა (100გრ), დიდი ხნის განმავლობაში გამოყენება რეკომენდირებული არ არის (კბილებს გაამუქებს);


1 სუფრი კოვზ გულყვითელას (კალენდულა) 1 ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით, გააჩერეთ 30 წუთი და გამოივლეთ.


1 ჩაის კოვზ სალბს (შალფეი) 1 ჭიქა ადურებული წყალი დაასხით, გააგრილეთ, გამოივლით პირში ჭამის შემდეგ;


2 ჩაის კოვზ კორობელას (ლათ. Hypericum androsaemum L, რუს. зверобой) 1 ჭიქა ადურებული წყალი დაასხით, გააჩერეთ 30-40 წუთი და გამოივლეთ;


2 სუფრის კოვზ კრაზანას 200 გრ. ადუღებული წყალი დაასხით, გააჩერეთ 30 წუთი, გამოივლეთ პირის ღრუში;
2 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი, 15 წუთის განმავლობაში 0.5 ლ. წყალში ადუღეთ, გადაწურეთ და რის განმავლობაში რამდენჯერმე გამოივლეთ.


ზაფხულში, მრავალძარღვას ფოთლები კარგად გარეცხეთ და ღეჭეთ, 3-4 დღეში რღზილებიდან სისხლდენა შეჩერდება და მათი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება.

სრული ვერსიის ნახვა agrokavkaz.ge