რა სანქცია დაეკისრება მოქალაქეს პირბადის გამოუყენებლობაზე?

  • 2 ივნისი 17:44

,,პირბადის გამოუყენებლობაზე სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით დისკუსია მიდის" – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ,,post tv"-ის ეთერში განაცხადა.

„პირბადე ეს არის ყველაზე მარტივი და ქმედითი ინსტრუმენტი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს და ზუსტად ვიცით, რომ პირბადე მუშაობს.


ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალება, რითაც შეგვიძლია ჩვენი თავი და გარშემომყოფები ვირუსის გავრცელებისგან დავიცვათ.


ეს არის ქცევითი ფაქტორი, როდესაც ადამიანმა იცის, რომ პირბადის გამოყენება მნიშვნელოვანია, ის ამ წესს იცავს და ეს მის რუტინულ ჩვევაში გადადის.


სამწუხაროდ, როდესაც ჩვენს გარშემომყოფებს ვაკვირდები, ამას ყველა არ აკეთებს.


ერთადერთი მექანიზმი რჩება, მოქალაქეებს, მივმართოთ, რომ თუ პირბადეს არ გამოიყენებენ, მათ მიმართ სანქციებს გამოიყენებენ, რადგან ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესებს ემსახურება“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.