როგორ უნდა აიღოს თურქეთში მკურნალობის მსურველებმა სამკურნალო ვიზები?

  • 2 ივნისი 17:14

თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, სამედიცინო მომსახურების მისაღებად მოქალაქეებს ასევე ესაჭიროებათ საქართველოში თურქეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში აღებული მიზნობრივი სამკურნალო ვიზები.

როგორც დიპლომატი წერს, სააგენტოს -„USHAŞ“ მიერ გაცემული ნებართვის შემდეგ მოქალაქემ უნდა მიმართოს თბილისში ან ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის საკონსულო სამსახურსმიზნობრივი ვიზის მისაღებად. 


„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!


თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად ჩამოსვლის მსურველმა საქართველოს მოქალაქემ, თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს -„USHAŞ“ მიერ გაცემული ნებართვის შემდეგ, უნდა მიმართოს თბილისში ან ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის საკონსულო სამსახურს მიზნობრივი ვიზის მისაღებად“, - ნათქვამია ელჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.