რუსი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ გამოიგონეს კორონავირუსის ვაქცინა, რომელიც იოგურტს ჰგავს

  • lenta.ru
  • 2 ივნისი 17:19

სანკტ-პეტერბურგის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში განმარტავენ, რომ საუბარია ლორწოვანის ტიპის ვაქცინაზე, რომელიც ორგანიზმში პირის ღრუდან შეჰყავთ აეროზოლების ან ინსტილაციების სახით. 

 

ამ ეტაპზე მედიკამენტის კლინიკური გამოცდა მიმდინარეობს. ამის შესახებ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმირ ჩეხონინმა განაცხადა.


ჩეხონინმა განმარტა, რომ ბაქტერია ვირუსის ზედაპირული იმუნოგენური ცილით იქმნება.


მანამდე სამეცნიერო ცენტრ „ვექტორში“ ფიქრობდნენ, რომ ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ ცხვირში ჩასაწვეთებლის ფორმით გამოვიდოდა. ამ დრომდე მიდის ამ ტიპის ვაქცინის ტესტირებაც.


ხელმძღვანელობაში მიიჩნევენ, რომ მასობრივად ვაქცინა უკვე ხელმისაწვდომი ამ შემოდგომისთვის იქნება. პირველ რიგში მას ბავშვები, ორსულები და პენსიონერები მიიღებენ.

სრული ვერსიის ნახვა lenta.ru