სავალუტო ჯიხურები 8 ივნისიდან გაიხსნება

  • imedinews.ge
  • 2 ივნისი 16:21

სავალუტო ჯიხურების ასოციაციის წარმომადგენელი ვახტანგ გრიგალაშვილი აცხადებს, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები 8 ივნისიდან გაიხსნება, ამის შესახებ ,,იმედი" წერს.

გრიგალაშვილმა imedinews განუცხადა, რომ ინფორმაცია ამ ბიზნესის გახსნის შესახებ ასოციაციას ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს.


მისი თქმით, კორონავირუსის პრევენციისთვის სავალუტო ჯიხურების საქმიანობის განმსაზღვრელი კრიტერიუმები გაწერილი არ არის. „თუმცა ეს ობიექტები იგივე წესებით იმუშავებს, როგორც საფინანსო ორგანიზაციები, რადგან ფულის გადაცვლის ოპერაციებს ასრულებენ“, - განმარტა ვახტანგ გრიგალაშვილმა.


სავალუტო ჯიხურების ასოციაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 800 ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობა შეჩერდა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge