ნეკა დოროყაშვილი დუმილს არღვევს

  • primetime.ge
  • 2 ივნისი 16:09

ნეკა დოროყაშვილის და ნიკოლოზ ბასილაშვილის სკანდალის გარშემო საზოგადოების ინტერესი ამ დრომდე არ ცხრება.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეკა დოროყაშვილი მონასტერში წავიდა.


ცოტა ხნის წინ,  ნეკა დოროყაშვილი პრაიმტაიმს დაუკავშირდა და განაცხადა, რომ ახლა მონასტერში არ არის.


ეს ინტერვიუები რაც იწერება არის აბსურდული ტყუილები და ამ ტყუილების გამო, არ ვაპირებ ახლა თავი ვიმართლო.


მე არ ვარ თავისმართლების პოზიციაში და პასუხს ვერ გავცემ ხალხს, რომლებიც აბსურდულ ბრალდებებს მიყენებენ და განმიკითხავენ.


ამ ყველაფერმა, პირიქით უფრო გამაძლიერა, უფრო დიდი მოტიცავია მომცა, იმიტომ რომ დავიცვა ჩემი შვილი.


გასაგებია რომ ხალხს აინტერესებს და მნიშვნელოვანია ყველა დეტალი, მაგრამ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ეს სენსიტიური თემაა" - ამბობს ნეკა დოროყაშვილი ,,პრაიმტაიმთან" საუბრისას.


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge