ნიკა ღვინჯილიას, რომელსაც გულის გადანერგვა სჭირდება, მოქალაქემ 530$ ჩაურიცხა

  • 2 ივნისი 15:55

ნიკა ღვინჯილიას, რომელსაც გულის გადანერგვა სჭირდება, მოქალაქემ 530$ ჩაურიცხა, ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნიკას მეგობარი, ლიკა გაბუნია ავრცელებს. 

„ეს ნატაა, ადრე ფოტოსესია მოვუწყვე, დღეს 530$ გამომიგზავნა ნიკასთვის, 1700 ლარი! სიტყვებს ვერ ვპოულობ მადლიერებისთვის,


ასეთი გულის ადამიანებით და მეგობრების მხარდაჭერით მოვედით აქამდე, რომელთაც ჩვენი გასაჭირი გულთან ახლოს  ყველაზე მეტად მიიტანეს და გვერდით დაგვიდგნენ, უნდა ვიამაყოთ ერთმანეთით, იმ სითბოთი და სიყვარულით რომელსაც ერთმანეთის მიმართ გავცემთ!


მეგობარი უდიდესი განძია, მადლობა რომ ხართ ჩვენს გვერდით და გჯერათ, რომ ერთიანობით სასწაულების მოხდენა შეგვიძლია.


თითოეული ლარი და გაზიარება მნიშნელოვანი და გადამწყვეტია, რადგან ეს – გამარჯვების გზაა“ – წერს ლიკა გაბუნია.


აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 32 წლის ნიკოლოზ ღვინჯილიას საზოგადოების დახმარება სჭირდება.


მას გულის უკმარისობა აქვს და იმისთვის, რომ სიცოცხლის გაგრძელება შეძლოს, გულის გადანერგვა სჭირდება.