ახალი მკვლელი ვირუსი კაცობრიობას ამჯერად ქათმების ფერმებიდან ემუქრება

  • mirror.co.uk
  • 2 ივნისი 17:08

მეცნიერების მტკიცებით, ქათმების მასიური ფერმები ადამიანებს ახალ საფრთხეს უმზადებს - გაცილებით საშიშ ვირუსს, ვიდრე COVID-19, რომელსაც მსოფლიოს მოსახლეობის ნახევრის განადგურება შეუძლია.

კორონავირუსმა, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით, ადამიანებს ღამურისგან გადაედოთ, იანვრიდან მოყოლებული მსოფლიოში 364 000 ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა და 6 მილიონი დააავადა. 


მაგრამ ექიმმა გრეგერმა, რომელმაც ახალი ქათმის ვირუსი იწინასწარმეტყველა, გაგვაფრთხილა, რომ ახალი „ფარული მტერი“ გაცილებით ინტენსიური და საშიში იქნება, ვიდრე - კორონაა.


პროფესორი, რომელიც თავად ვეგანია, აცხადებს, რომ ადამიანების ასეთი დამოკიდებულება ხორცზე ძალიან გვასუსტებს ახალი პანდემიების წინაშე.


ფრინველის ახალი გრიპი არის ინფექციური დაავადება, რომელიც ფრინველებს შორის ვრცელდება და იშვიათ შემთხვევებში ადამიანებსაც გადაედებათ, როგორც ეს H5N1-ის ვირუსის აფეთქების დროს მოხდა ჰონგ-კონგში 1997 წელს.


მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი ფრინველის გრიპის პანდემიის დროს მილიონზე მეტი ქათამი დაიხოცა, ვირუსი ბოლომდე მაინც არ აღმოფხვრილა და ამან უფრო მეტი დაავადება გამოიწვია.


ექიმი აცხადებს, რომ ისეთი ფერმები, სადაც ქათმები ერთად ახლო-ახლო ცხოვრობენ და მათ ფრთების გაშლაც კი არ შეუძლია, აძლიერებს ვირუსის გადადებისა და ახალი პანდემიის აფეთქების რისკს.


„ბევრი ცხოველის ერთად ყოფნა ფერმაში ნიშნავს იმას, რომ ვირუსს მარტივად შეეძლება მუტაცია და ადამიანებზე გადასვლა“, აღნიშნა მან.

სრული ვერსიის ნახვა mirror.co.uk