რატომ არ უნდა დავხოცოთ გველები?

  • imedinews.ge
  • 2 ივნისი 18:07

ამინდის დათბობასთან ერთად სოციალურ ქსელებში ვიდეობი ვრცელდება, სადაც ქვეწარმავლების გამოჩენის ფაქტები ფიქსირდება. ხსირია მოწოდებებიც, რომ გველები უნდა დავხოცოთ, თუმცა გველების დახოცვას, შესალოა ცუდი შედეგები ქონდეს და ეკოსისტემას ზიანი მიაყენოს.

„გველები ძალიან დიდი რაოდენობით მავნე მღრნელებს ანადგურებენ, რომელიც ძირითადად, დაბინძურებულ ეზოებში მრავდებიან. ერთ გველს თუ მოვკლავთ, ასეთ ადგილზე თაგვები უფრო გამრავლდებიან. თაგვების გამრავლებას მოყვება ის, რომ იქ მეტი გველი მივა მათ შესაჭმელად. იმ შემთხვევაში თუ უშხამო გველს მოვკლავთ, იმ ადგილზე შესაძლოა შხამიანმა დაისადგუროს“, - განაცხადა თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის კურატორმა კოტე ფხაკაძემ „იმედის დილაში“.


მისივე თქმით, თბილისის შემოგარენში, ძირითადად, გიურზაა გავრცელებული.


ასევე, რა სახეობის გველებია გავრცელებული თბილისში, როგორ უნდა გავარჩიოთ შხამიანი და უშხამო გველი, ან როგორ უნდა მოვიქცეთ მისი პოვნის შემთხვევაში, ამას ვიდეოში შეიტყობთ.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge