,,ჩამსხვრეულია მინები, ჩემს კორპუსში ყველა კარი შემოამტვრია" – რას ჰყვება ნოდიკო ტატიშვილი მომხდარ აფეთქებაზე

  • 2 ივნისი 10:58

საბურთალოზე გაზგასამართი სადგურის აფეთქებას მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი შეესწრო, როგორც თავად ამბობს იქვე ცხოვრობს და საზარელი ხმა გაიგონა.

„სახლში ვიყავი და გავიგე ძალიან დიდი აფეთქების ხმა. შეზანზარება. არასოდეს არ მომწონდა აქ რომ ეს ყველაფერი ხდებოდა, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ახალი აშენებული კორპუსია. ჩამსხვრეულია მინები, ჩემს კორპუსში ყველა კარი შემოამტვრია. ამას ვიღაცა უნდა აკონტოლებდეს და არ უნდა იდგეს კორპუსებში გაზის გასამართი სადგური", - განაცხადა ნოდიკო ტატიშვილმა.