საქართველოში 77 ათასზე მეტი ბავშვი შიმშილობს

  • 1 ივნისი 22:25

გაეროს ბავშვთა ფონდის, მონაცემების თანახმად, საქართველოში 77 ათასზე მეტი ბავშვი შიმშილობს.

მათ შორის არის აფხაზეთიდან დევნილი სამშვილიანი ოჯახი, სადაც ბავშვები ხშირად მშივრები იძინებენ, ოჯახი კი მხოლოდ სოციალური დახმარების იმედად ცხოვრობს.


გაეროს ბავშვთა ფონდი უახლესი კვლევის თანახმად, 6-თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვების 27% იღებდა მინიმალური კვების რაციონის მრავალფეროვნებას და საკვებს მინიმალური სიხშირით.


• სოფლად 5 წლამდე ასაკის ბავშვების 40%-ია, ვისაც სიცხე ჰქონდა და ექიმთან ვერ მიიყვანეს.
• უღარიბესი ოჯახების ბავშვების 20% არ დადის სკოლაში.
• ბავშვების 44%-ს არ აქვს მინიმუმ 3 საბავშვო წიგნი. 12% სახლში დამზადებული თვითნაკეთი სათამაშოებით თამაშობს.


წყარო