პუტინმა ტრამპს მადლობა გადაუხადა

  • 1 ივნისი 21:31

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარში კორონავირუსთან ბრძოლის საკითხი განიხილა.

„მხარეებმა ორივე ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა ხელოვნური სუნთქვის აპარატების მიწოდებისთვის“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტრამპთან საუბრისას პუტინმა ხაზი გაუსვა სტრატეგიული სტაბილურობის სფეროში დიალოგის აქტივიზაციის მნიშვნელობას.

თავის მხრივ დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს „დიდი შვიდეულის“ სამიტის ჩატარების იდეა აცნობა, რომელზეც შესაძლოა რუსეთის, ავსტრალიის, ინდოეთისა და სამხრეთ კორეის ლიდერები მიიწვიონ.

როგორც კრემლის პრესსამსახურში აცხადებენ, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს კოსმოსური ხომალდი Crew Dragon-ის წარმატებული გაშვება მიულოცა. 

წყარო