ტრამპი გუბერნატორებს: დააპატიმრეთ ძალადობრივი აქციის მონაწილეები, თუ არადა ჩლუნგებს დაემსგავსებით

  • 1 ივნისი 21:26

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას გუბერნატორებს მკაცრი ფორმით მოუწოდა, უფრო ხისტად იმოქმედონ ძალადობრივი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

„თქვენ უნდა დომინირებდეთ. თუ ამას არ გააკეთებთ, დროს ტყუილად დაკარგავთ, ჩლუნგებს დაემსგავსებით. უნდა დააპატიმროთ და გაასამართლოთ ხალხი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა.


წყარო