ჯანმოს დირექტორი: ვიმედოვნებ, აშშ-სთან თანამშრომლობა გაგრძელდება

  • 1 ივნისი 21:19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძვღანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მიუხედავად დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებისა, ჯანმო იმედოვნებს, რომ აშშ-სთან თანამშრომლობა გაგრძელდება.

„დიდი ხნის განმავლობაში აშშ-სა და ჯან მოს შორის თანამშრომლობა ძლიერი იყო. ამერიკელი ხალხისა და მთავრობის წვლილმა ჯანდაცვის საერთო კეთილდღეობაში ბევრის მიღწევის საშუალება მოგვცა. ვიმედოვნებ, რომ ამგვარი თანამშრომლობა გაგრძელდება“, - განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.


29 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ წყვეტს ურთიერთობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და თანხებს ჯანდაცვის სფეროში ჩართულ სხვა ორგანიზაციებს გადაუნაწილებს.


წყარო