კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემია გამოაცხადეს

  • 1 ივნისი 21:11

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ეპიდემია გამოაცხადეს. ახალი შემთხვევები ქვეყნის აღმოსავლეთით, ვირუსის კერიდან 1 000 კილომეტრით დაშორებით, ქალაქ მბანდაკაში გამოვლინდა.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ქალაქში 4 გარდაცვლილ ადამიანს ებოლა დაუდასტურდა.


სამინისტრო რეგიონში ვაქცინებს და მედიკამენტებს გაგზავნის.


ადამიანი ვირუსით დაავადებული პირის ან ცხოველის სისხლთან, სისხლის კომპონენტებთან ან ამ ნივთიერებებით დაბინძურებულ გარემოსა და საგნებთან კონტაქტის შედეგად ინფიცირდება. ებოლას ვირუსს სისუსტე და ყელისა და კუნთების ტკივილი ახასიათებს. ის პირღებინებას, დიარეასა და შინაგან სისხლდენას იწვევს. მეცნიერებმა ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინა 2016 წლის დეკემბერში შექმნეს.


წყარო