რომან გოცირიძე: მთავრობა გაჭირვებულ მოქალაქეებს უძვრება 

  • 1 ივნისი 19:40

"როდესაც ყველაფერი გაიხსნა და ყველაზე დაცული, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დახურულია, სადაც 4 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ეს არის კორუფცია", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე წერს. 

"ამას აკეთებს მთავრობა თუ მთავრობაში გავლენიანი პირი, დიდი თუ პატარა ბანკების სასარგებლოდ, უძვრება გაჭირვებულ მოქალაქეებს და სავალუტო ჯიხურების ოჯახებს ჯიბეში და ცუდი კურსით ვალუტის კონვერტაციით და ბიზნესის წართმევით მილიონებს აკეთებინებს ვიღაცებს.
ეროვნული ბანკი როგორც ყოველთვის, უსუსურია. არც კი იცის, როდის დართავს რომელიღაც ჩინოვნიკი ამ სფეროს ამუშავების უფლებას.
სავაჭრო ობიექტების გახსნა გამოიწვევს ასევე თანხის კონვერტაციის მსურველთა მატებას ბანკებში, რაც ვირუსის გავრცელების დამატებითი საფრთხე შეიძლება გახდეს", - აცხადებს რომან გოცირიძე.