კახეთში 70 წლის ქალი თონეში ჩავარდა და დაიღუპა

  • primetime.ge
  • 1 ივნისი 18:29

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანში უბედური შემთხვევა მოხდა. „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, 70 წლამდე ასაკის ქალს, პურის ცხობის დროს ფეხი აუცდა და ანთებულ თონეში ჩავარდა.

ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მისი დახმარება ვერ მოახერხეს. მიღებული მძიმე დამწვრობის შედეგად, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge