ლავასოღლის მხარდამჭერები აჭარის ტელევიზიას აქციის პირდაპირ ეთერში გაშუქებას სთხოვენ

  • 1 ივნისი 17:13

კრიმინალური ავტორიტეტის მინდია ლავასოღლის მხარდასაჭერად შეკრებილებმა აჭარის ტელევიზიას საპროტესტო აქციის პირდაპირ ეთერში გაშუქება მოსთხოვეს.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად თურქეთის საკონსულოსთან შეიკრიბნენ და საკონსულოს პიკეტირება დააანონსეს, თუმცა შემდეგ თქვეს, რომ ტელევიზიასთან მივლენ.


აქციაზე შეკრებილები ქურდული სამყაროს წევრობისთვის მსჯავრდებული მინდია ლავასოღლის საქართველოსთვის გადმოცემას ითხოვენ. ის საექსტრადაციო პატიმრობაშია თურქეთში.


მინდია ლავასოღლი 2018 წელს გაასამართლეს ქურდული სამყაროს წევრობისთვის, თუმცა განაჩენის გამოტანის დროისთვის იგი საქართველოში არ იმყოფებოდა. გასულ წელს ლავასოღლი თურქეთში დააკავეს და იგი ამ დრომდე საქართველოსთვის არ გადმოუციათ.


საექსტრადაციო პატიმრობის ექვსთვიანი ვადა 2020 წლის 28 თებერვალს ამოიწურა, თუმცა მეორე დღესვე ლავასოღლო ხელახლა დააპატიმრეს.

სრული ვერსიის ნახვა