კარდაშიან-ჯენერების უმცროს დას დედის გამო ციხე ელის

  • cosmo.ru
  • 1 ივნისი 20:32

 22 წლის კაილი ჯენერს ციხე ემუქრება საგადასახადო დეკლარაციის გაყალბების გამო.

მოდელი და რეალითი შოუს ვარსკვლავი დარწმუნებულია, რომ დეკლარაციის გაყალბების უკან მისი დედა და პირადი ბუღალტერი დგანან. ამიტომაც მან უკიდურესი ზომები მიიღო.


კოსმეტიკური კომპანიის Kylie Cosmetics-ის დამაარსებელი ყველაფერში საკუთარ დედას, 64 წლის კრის ჯენერს ადანაშაულებს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მისი მენეჯერი და ფინანსების განმკარგველია. კაილი თვლის, რომ დედამისი უკვე ბოლო რამდენიმე წელია ბუღალტერთანაა შეკრული და სპეციალურად გადააჭარბა შემოსავლებს, რათა გოგონა მილიარდერების სიაში მოხვედრილიყო და ამით კარდაშიანების ოჯახისთვის გადაესწრო.


ჟურნალმა Forbes-მა  კაილი ჯენერი ტყუილში გასულ კვირას დაადანაშაულა და მილიარდერების სიიდანაც ამოიღო.


იმის შესახებ, რომ კრის ჯენერი შესაძლოა მაქინაციებში იყოს გარეული, ოჯახის ახლობელი ანონიმური წყარო იტყობინება. „კაილიმ ახლა არ იცის, ვის ენდოს. მან უკვე გაათავისუფლა დედამისი კომპანიაში დაკავებული თანამდებობიდან. ასე რომ, დედა თავისუფლად შეიძლება ამაში დამნაშავე იყოს“ - აცხადებს წყარო მედიასთან საუბარში.


გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაილი უკვე კვირებია დედის ზარებს აღარ პასუხობს.

სრული ვერსიის ნახვა cosmo.ru