ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ბავშვების შესახებ

  • 1 ივნისი 19:24

დღეს, 1-ელ ივნისს მსოფლიო ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით, ჩვენ შევაგროვეთ ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ბავშვების შესახებ:

 


1. ადამიანი ადამიანია, არ აქვს მნიშვნელობა, პატარაა თუ დიდი. - დოქტორ სიუზი, მწერალი


2. საზოგადოების სულიერებაზე შეგვიძლია იმის მიხედვით ვიმსჯელოთ, თუ როგორ ეპყრობა იგი ბავშვებს - ნელსონ მანდელა, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი.


3. ბავშვები იზრდებიან ისეთები, როგორებიც თქვენ გჯერათ, რომ გაიზრდებიან - ლეიდი ბირდ ჯონსონი, აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი


4. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ,თუ როგორ ვიფიქროთ, და არა - რა უნდა ვიფიქროთ - მარგარეტ მედი, კულტურული ანთროპოლოგი


5. მაშინ, როცა ვღელავთ, თუ ვინ იქნება ჩვენი შვილი ხვალ, გვავიწყდება, თუ ვინ არის ის დღეს - სტეისია ტოშერი, მოცეკვავე და მსახიობი


6. ბავშვებს სჭირდებათ როლმოდელები და არა - კრიტიკოსები. - ჟოზეფ ჟუბერი, ფრანგი მორალისტი.


7. ბავშვები დიდებული მიმბაძველები არიან. ამიტომაც მათ დიდებული მაგალითი სჭირდებათ, რომ მიბაძონ - უცნობი ავტორი.


8. ბავშვები არასოდეს ყოფილან კარგი და დამჯერი მსმენელები, თუმცა ისინი დიდებული მიმბაძველები არიან - ჯეიმზ ბოლდვინი, ნოველისტი.


9. სული ბავშვების გარემოცვაში იკურნება - დოსტოევსკი, მწერალი


10. ბავშვები არიან ცოცხალი გზავნილები, რომელთაც ჩვენ უჩინარ დროს ვუგზავნით - ჯონ ფიცჯერალდ კენედი.


11. თქვენ შეგიძლიათ უამრავი რამ გაიგოთ ბავშვებისგან. მაგალითად ის, თუ რამხელა მოთმინების გრძნობა გაქვთ - ფრენკლინ ჯონსი, ამერიკელი იუმორისტი


12. ბავშვები ხედავენ ჯადოქრობას, იმიტომ რომ ისინი ეძებენ მას - კრისტოფერ მური, მწერალი


13. თითოეული ბავშვი ღმერთის გზავნილია იმის დასამტკიცებლად, რომ იგი კაცობრიობით იმედგაცრუებული არ არის - რაბინდარათ თაგორი


14. საუკეთესო გზა, რომ აღზარდო კარგი შვილები, არის გააბედნიერო ისინი - ოსკარ უაილდი.


15. მაშინ, როდესაც ჩვენ ვასწავლით ჩვენს შვილებს ცხოვრების შესახებ, ჩვენი შვილები გვასწავლიან, თუ რა არის ცხოვრება.


16. ჩახუტება ყოველთვის კარგი გამოსავალია, მით უმეტეს, როცა საქმე ბავშვებს ეხებათ - პრინცესა დიანა


17. ბავშვები იშვიათად ცდებიან. ფაქტია, რომ, ჩვეულებისამებრ, ისინი იმეორებენ სიტყვა-სიტყვით იმას, რაც არ უნდა გეთქვა - უცნობი.


18. არ იდარდო იმაზე, რომ ბავშვები არ გისმენენ, იდარდე იმაზე, რომ ისინი ყოველთვის გაკვირდებიან - რობერტ ფალგამი, მწერალი.


19. მაშინ როცა მოზრდილები იბრძვიან, ბავშვები ახალი ისტორიის დაწერას ცდილობენ - რეი მერიტი, მწერალი


20. როდესაც მე ვუყურებ ბავშვს, მე ვგრძნობ ორ რამეს - სინაზეს და პატივისცემას. პირველს იმის გამო, თუ ვინაა ახლა ის და მეორეს იმიტომ, თუ ვინ შეიძლება ის გამოვიდეს - ლუი პასტერი, ქიმიკოსი და მიკრობიოლოგი


21. თუკი გსურთ, რომ ბავშვები ჭკვიანები გაიზარდონ, წაუკითხეთ ზღაპრები. თუკი გსურთ, რომ კიდევ უფრო ჭკვიანები იყვნენ, წაუკითხეთ უფრო მეტი ზღაპარი. - ალბერტ აინშტაინი, ფიზიკოსი.


22. თამაში ყოველთვის განიხილება ხოლმე დასვენებად სერიოზული მეცადინეობის შემდეგ. თუმცა ბავშვებისთვის თამაში ზუსტადაც რომ სერიოზული სწავლებაა. თამაში პატარებისთვის ნამდვილი სამუშაო პროცესია - ფრედ როჯერსი, ტელეწამყვანი.


23. აუცილებლად აკოცეთ პატარებს ღამით, იმის მიუხედავად, სძინავთ თუ არა მათ, - ჯექსონ ბრაუნ ჯუნიორი, მწერალი.


24. თქვენ ვერასოდეს ვერ შექმნით ბრძენებს, თუკი ბავშვებში სიცელქეს ჩაჰკლავთ - ჟან ჟაკ რუსო