„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი არ დაგვიმარცხებია“

  • 1 ივნისი 12:41

საქართველო რემიერ-მინისტის გიორგი გახარიას განცხადებით ქვეყანში ინფიცირების მაჩვენებლის გაზრდა მოსალოდნელი იყო.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს კორონავირუსის ჯერ არ დაუმარცხებია.


„დღეს ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობა გაიხსნა. მას შემდეგ რაც სრულად ამოქმედდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღია ტიპის რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, მოლები და ბაზრობები არის გახსნილი. ეს ყველაფერი იწვევს მობილობის ზრდას, რაც ვირუსის გავრცელების რისკებს ქმნის. ბოლო დღეების განმავლობაში გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი. ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი არ დაგვიმარცხებია. ცალკე აღებულ ქვეყანაში ამის გაკეთება შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს არის პანდემია. ამიტომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი დროსა და სივრცეში. ბოლო 2 დღის განმავლობაში ქვეყანაში ორი ახალი კლასტერი გაჩნდა - ერთი თბილისში და ერთი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ელემენტარული წესების დაცვა და მინდა თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, ყოველთვის ვატაროთ ნიღაბი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვართ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილებში“, - განაცხადა პრემიერმა.


ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა, დღემდე ქვეყანში 794 ინფექცირებულია გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელებულია 624 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 12 პირი.