როგორი ამინდია მოსალოდნელი 5 ივნისამდე?

  • pia.ge
  • 1 ივნისი 12:34

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-5 ივნისს საქართველოში თბილი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს. შესაძლებელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან კი სეტყვა.

3-4 ივნისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი.


თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 


განაგრძეთ კითხვა

სრული ვერსიის ნახვა pia.ge