„შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე გავიარეთ ბეწვის ხიდი“

  • 1 ივნისი 12:15

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ვარაუდით, ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ დადგება.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ე.წ. საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებული ყველა კონტაქტის შესწავლა მოხდება.


„გარკვეულწილად, ეს საბურთალოს კლასტერი მთლიანად შეისწავლება, თავიდან ბოლომდე. ყველას იზოლაცია მოხდა, ყველას კვლევა წარმოებს, აქედან გამომდინარე, არა მგონია მოხდეს ამ კლასტერის გავრცელება. ყველაზე მძიმე პრობლემა იყო ბოლნისის სოფლებში: გეტასა და მუშევანში და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აქაც ბოლოსკენ გავდივართ. ვნახოთ, კიდევ ორი კვირა დაგვჭირდება და 14 დღის შემდეგ კონტაქტების კვლევისას დადასტურებული შემთხვევები არ გვექნება, შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე გავიარეთ ეს ბეწვის ხიდი და არამგონია, რომ იყოს ლაპარაკი გამკაცრებაზე, თუმცა, მუდმივად ვლაპარაკობთ, რომ არ არის საჭირო, ეს რეგულაცია ქვეყანამ დააწესოს. თვითშეზსღუდვები საკუთარ თავებს უნდა დავუწესოთ",- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.