მაიკლ ჯორდანი მენეაპოლისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება

  • primetime.ge
  • 1 ივნისი 12:10

კალათბურთის მსოფლიო ლეგენდა, მაიკლ ჯორდანი მენეაპოლისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს Twitter-ის საშუალებით ეხმაურება. ჯორდანის პოსტს „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.

„ძალიან ვწუხვარ, მტკივა და გაბრაზებული ვარ. ვხედავ და მესმის ყველა ადამიანის ტკივილი, ბრაზი და იმედგაცრუება. მე მხარს ვუჭერ მათ, ვინც გმობს რასიზმს და ძალადობას ფერადკანიანებზე.


უკვე საკმარისია! ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და მშვიდობიანი პროტესტით ვაიძულოთ ხელისუფლება შეცვალოს კანონები. ჩვენ ხმა უნდა მივცეთ ამ სისტემის ცვლილებას“, - წერს ლეგენდარული კალათბურთელი Twitter-ის გვერდზე.


 ამავე თემაზე:


რატომ გააშავა Facebook-მა მთავარი ფოტო?


თეთრ სახლთან აქციის დროს დონალდ ტრამპი მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge