რატომ გააშავა Facebook-მა მთავარი ფოტო?

  • primetime.ge
  • 1 ივნისი 11:54

Facebook-მა მთავარი ფოტო გააშავა. „პრიმტაიმის“ ცნობით,  აღნიშნული ქმედება სავარაუდოდ მენეაპოლისში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

საპროტესტო ტალღა ამერიკის შეერთებულ შტატებში მას შემდეგ აგორდა, რაც პოლიციამ ძალის გამოყენებით 46 წლის მამაკაცი, ჯორჯ ფლოდი დააკავა.


ფლოდის დაკავების ვიდეომ აშშ-ის მოსახლეობაში პროტესტი გამოიწვია.


კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით, ფლოიდი კი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge