ქალს, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია სჭირდება კარანტინიდან არ უშვებენ

  • resonancedaily.com
  • 1 ივნისი 11:02

შუახნის ქალი, რომელიც 23 მაისს სპეცრეისით შვილთან ერთად, რომიდან დაბრუნდა შველას ითხოვს. ქალის ოჯახის წევრი, აცხადებს, რომ დედას ხერხემალზე გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება, თუმცა საკარანტინე ზონის დატოვების საშუალებას არ აძლევენ.

მისი თქმით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.


"აუცილებელია ოპერაციის გაკეთება, რადგან უკვე აღარ ექვემდებარება მკურნალობას და აუცილებელია შესაბამის დაწესებულებაში ყოფნა, ამიტომ წამოვედით ჩვენ საქართველოში. ძალიან გთხოვთ, იქნებ როგორმე დაგვეხმაროთ და იქნებ როგორმე დედა მაინც გადაიყვანონ აქედან. იქნებ თვითიზოლაციაში მაინც გადავიდეს სახლში და სახლიდან მოხდეს ამ ყველაფრის გაკეთება, არანაირი რეაგირება არ მოახდინა სახელმწიფომ. სანამ არ გავა საკარანტინე დღეები ალბათ ასე უნდა ვიყოთ და არ ვიცი, რამდენად გაუძლებს დედა ამ ტკივილებს", - აცხადებს პაციენტის შვილი, თაკო ადიკაშვილი.

სრული ვერსიის ნახვა resonancedaily.com