ღია სივრცის მქონე კვების ობიექტების მუშაობა დღეიდან განახლდა

  • 1 ივნისი 10:31

ღია სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებმა დღეიდან მუშაობა განაახლეს.

 

პანდემიის გამო შექმნილი წესის მიხედვით, კაფეში მისვლამდე ადამიანებმა ადგილი წინასწარ უნდა დაჯავშნონ, ასევე აუცილებელია პირბადის ტარება და ორმეტრიანი დისცანტიის დაცვა.


რესტორანში, ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტიარ უნდა განთავსდეს. რეკომენდაციების მიხედვით, კვების ობიექტმა სტუმრებისათვის ერთჯერადი მენიუს შეთავაზება უნდა უზრუნველყოს.


ასევე დაგაინტერესებთ:


როგორ ვივახშმებთ რესტორანში


რესტორანში ერთ მაგიდასთან 6 ადამიანზე მეტი ვერ დაჯდება


რა წესების დაცვა მოუწევთ მომხმარებლებსა და პერსონალს კაფე-ბარებსა და რესტორნებში