ვასაძე კავეას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს: თუ აგრესიულმა სექტამ შენ დაგაშინა, გამოდი და მთელი საქართველო გვერდით დაგიდგება

  • 5 ნოემბერი 20:44

ბიზნესმენი ლევან ვასაძე განცხადებას ავრცელებს სადაც კინოთეატრების მფლობელს გია ბაზღვაძეს მიმართავს.

 

"ახლა მინდა მივმართო ექვსივე კინოთეატრის ერთიან მფლობელს, ჩემს მეგობარს გია ბაზღაძეს, რომელსაც მე კაცად ვიცნობ. მე გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ შენს კინოთეატრებში ამ საშინელი ფილმის ჩვენება იგეგმებოდა. თუ ამ აგრესიულმა სექტამ შენ ეს როგორმე დაგაძალა და დაგაშინა, გამოდი და თქვი და მთელი საქართველო გვერდით დაგიდგება. მე დიდი იმედი აქვს, შენ არ აკადრებ ჩემს და შენს სამშობლოს ასეთ შეირაცხოფას და გააუქმებ ამ სეანსებს, მე ასეთ კაცად გიცნობ, ზარალის ნუ შეგეშინდება, გეშინოდეს ერში სახელის გატეხვისა ან იმ ზარალისა, რაც ღმერთმა ნუ ქნას, შენმავე კინოთეატრებმა შეიძლება განიცადოს ამ არეულობის დროს. იმდენი ხალხი აპირებს მოსვლას, ჩვენ ყველას კი არა, თითქმის ვერავის ვერ გავაკონტროლებთ და რაც არ უნდა ვიყვიროთ, არ იძალადოთო, რა იცი, მანდ რა მოხდება"-აღნიშნა ლევან ვასაძემ