ახალზელანდიელმა აუქციონზე ერთის ნაცვლად 1000 ცოცხალი ქათამი იყიდა

  • imedinews.ge
  • 5 ნოემბერი 20:25

ახალი ზელანდიის მკვიდრმა აუქციონზე შეცდომით ერთის ნაცვლად 1000 ცოცხალი ქათამი იყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Indy 100 ავრცელებს.

 


ქალაქ ჰამილტონის მკვიდრმა სტივ მოროუმ ერთი ქათმის ყიდვა გადაწყვიტა და ბლომფილდს 1,5 ახალზელანდიური დოლარის გადახდა შესთავაზა. აუქციონის მოგების შემდეგ მან აღმოაჩინა, რომ არა ერთი, არამედ 1000 ქათამი იყიდა. მისივე თქმით, განცხადების ტექსტი გაუგებრად იყო შედგენილი.


მეტიუ ბლომფილდის განცხადებით, თავიდან სტივ მოროუ ბედნიერი იყო, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ 1000 ფრინველის შესანახად საკმარისი ადგილი არ აქვს. სოციალური ქსელის მეშვეობით მოროუმ 700 ქათამი გააჩუქა და დანარჩენებისთვის ახალ სახლებს ეძებს.

 


 
წყარო: imedinews.ge