,,მომესმა, რომ მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა, ეს არის დანაშაული"

  • 31 მაისი 14:41

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვისკენ.

„რაღაც მომესმა და არ მგონია, რომ ზოგიერთ სამარშრუტოში პირბადეებს მძღოლი არიგებს და მერე უკან იღებსო. პირდაპირ გეტყვით, ეს არის დანაშაული და ის უნდა აღიკვეთოს შესაბამისი ორგანოების მიერ , - განაცხადა ამირან გამყრელიძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს.


მისი თქმით, პირბადე იმიტომ არის ერთჯერადი ხმარების ატრიბუტი, რომ ის ერთჯერადად, ერთმა ადამიანმა უნდა მოიხმაროს.


„პირდაპირ გეტყვით, ეს არის დანაშაული და ის უნდა აღიკვეთოს შესაბამისი ორგანოების მიერ. ზოგადად, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა კორონავირუსთან ბრძოლაში არის ერთ-ერთი მთავარი სოციალურ დისტანცირებასთან ერთად. პირადი ჰიგიენის დაცვა არის სწორედ ერთჯერადი პირბადის გამოყენება და ის არ შეიძლება სხვამ გამოიყენოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.