საიდან გაჩნდა კორონავირუსი?! – ჩინეთის ახალი ვერსია

  • imedinews.ge
  • 31 მაისი 14:26

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის დირექტორმა, გაო ფუმ კორონავირუსის წარმოშობის ახალი ვერსია დაასახელა, რომლის მიხედვითაც, ვირუსი ქალაქ უხანის ბაზრობაზე არ გაჩენილა.

„თავიდან ჩვენ ვფიქრობდით, რომ ვირუსი ზღვის პროდუქტების ბაზრობაზე გაჩნდა, მაგრამ ანალიზებით ეს არ დადასტურდა. სამაგიეროდ, ჩვენ აღმოვაჩინეთ ვირუსის კვალი ჩამდინარე წყლის ნიმუშებში. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ვირუსი უხანის ბაზრობაზე გამოჩენამდეც არსებობდა“, - განაცხადა გაო ფუმ.


ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge