„საიდუმლო გაცხადდა, თუ თქვენი პროდუქტი ყოველ წელს 8 მილიონ ადამიანს კლავს, ე.ი. თქვენი ახალი სამიზნე მომავალი თაობაა“

  • primetime.ge
  • 31 მაისი 14:02

„საიდუმლო გაცხადდა, თუ თქვენი პროდუქტი ყოველ წელს 8 მილიონ ადამიანს კლავს, ე.ი. თქვენი ახალი სამიზნე მომავალი თაობაა.“ – ასე ეხმაურება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღეს, რომელიც უკვე 33 წელია, ყოველ 31 მაისს აღინიშნება, ამის შესახებ „პრაიმტაიმი" წერს.

საქართველოში თამბაქოს კონტროლის ალიანსი განცხადებას ავრცელებს და დღევანდელ დღეს ასე ეხმიანება.


„მედიკოსები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები, მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ, კაცობრიობას მთელი სიმწვავით დაანახონ თამბაქოს მოხმარების შედეგად შექმნილი გლობალური პრობლემები, – ლეგალურად მკვლელ პროდუქტად მიჩნეული თამბაქოს ნაწარმის მოხმარებით გამოწვეული დაავადებებით მსოფლიოში უამრავი ადამიანი იტანჯება, უამრავიც ნაადრევად, მომაკვდინებელი სენით, ტანჯვით ასრულებს სიცოცხლეს.


მწეველი მშობლების გამო შვილებს ჯერ კიდევ მუცლადყოფნის დროს ექმნებათ პრობლემები, ხშირად საბედისწერო. შესაბამისად, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ თამბაქოს პანდემია კაცობრიობას ანადგურებს. საბედნიეროდ არსებობს მისგან დასაცავი საუკეთესო იარაღი, მოწევაზე თავის დანებება.


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველი წლის 31 მაისს, წლიდან წლამდე განსაკუთრებით აქტუალური თემის პროპაგანდას ეწევა და გზავნილსაც შესაბამისად არჩევს. წელს 31 მაისის მთავარი გზავნილია, დავიცვათ ბავშვები და ახალგაზრდები თამბაქოს ინდუსტრიის მანიპულაციისაგან.


საქართველოში აქტუალურია მოზარდებში მწეველობის პრობლემა.


მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თამბაქოს კონტროლის კანონი გვაქვს, რომლითაც სრულად აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის გარე რეკლამები ბილბორდებზე და ლაით ბოქსებზე, სავაჭრო დაწესებულებების ვიტრინებში თამბაქოს ნაწარმი აღარ ჩანს, თამბაქოს რეკლამა არც ტელვიზიითა და სხვა, მედია საშუალებებით არ კეთდება.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge