,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონება კვლავ გაიზარდა

  • 2020news.ge
  • 31 მაისი 13:38

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონება კვლავ გაიზარდა. ამის შესახებ 2020 news წერს

29 მაისის მონაცემების მიხედვით, ქართველი ოლიგარქის ქონება 5.25 მილიარდ დოლარს შეადგენს. მაშინ როცა, რამდენიმე კვირის წინ, ივანიშვილის ქონება 5.17 მილიარდი დოლარი იყო.


თუმცა ივანიშვილი „ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგში, 353-ე ადგილიდან, 375-ე პოზიციაზე გადავიდა.


აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონებას კორონავირუსის პანდემიის გამო, ხშირად იცვლება.


ცნობისთვის, 5.25 მილიარდ დოლარად ბიძინა ივანიშვილს შეუძლია შეიძინოს 3,04 მილიონი უნცია ოქრო და 149 მილიონი ბარელი ნავთობი.


მისი ქონება უტოლდება შეერთებული შტატების მშპ-ს 0.0255%-ს. შეერთებულ შტატებში „ტოპ“ 200 აღმასრულებელი დირექტორისთვის მიცემული კომპენსაციის 83%-ს, შეერთებული შტატების „ტოპ“ 100 კოლეჯის შემოწირულობის 1.33%-ს.

სრული ვერსიის ნახვა 2020news.ge