საბურთალოზე კორონავირუსის გავრცელების გამო უკვე ორი ლოკაცია „გაწითლდა“

  • primetime.ge
  • 31 მაისი 12:36

„ე.წ საბურთალოს კლასტერი“ ფართოვდება. დღეს საქართველოში კორონავირუსის 26 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 4 ახალი შემთხვევა, საბურთალოს კლასტერს მიეკუთვნება.

ინფიცირების წყარო, საბურთალოს რაიონში ნუცუბიძის მეორე პლატოზე დევნილთა კორპუსში ცხოვრობდა, სადაც ეპიდემიოლოგებმა თითქმის ყველა მოსახლეს ტესტი აუღეს და ტერიტორიის დეზინფექციაც ჩაატარეს, ამის შესახებ ,,პრაიმტაიმი" წერს.

რაც შეეხება მეორე ლოკაციას, ინფიცირების წყარო ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა. სწორედ ამ ლოკაციაზე დაუდასტურდა ერთ ადამიანს კორონავირუსი.


საცხოვრებელი უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერჯერობით სადეზინფექციო სამუშაოები არ ჩატარებულა და არც მოსახლეობისთვის გაუკეთებიათ კორონავირუსზე ტესტი.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge