,,ძალიან გთხოვთ, რომ ამაზე დისკუსიას მოვეშვათ" ამირან გამყრელიძე

  • imedinews.ge
  • 31 მაისი 12:34

თამბაქო და Covid19 აზიანებს სასუნთქ სისტემას და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„მითია, თითქოს ნიკოტინს კორონავირუსისგა დაცვის უნარი აქვს, ეს არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, რომ ამაზე დისკუსიას მოვეშვათ. პირიქით, თამბაქო ამძიმებს კოვიდინფექციას. ეს ადამიანები უფრო მოწყვლადი ხდებიან და მარტივად უვითარდებათ სხვადასხვა გართულებები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge