„მატარებელი ტომასის“ მთხრობელი მაიკლ ანჯელისი გარდაიცვალა

  • 31 მაისი 12:19

ბავშებისთვის საყვარელი ანიმაციური ფილმის, „მატარებელი ტომასის“ მთხრობელი მაიკლ ანჯელისი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

როგორც მაიკლის აგენტი ამბობს,  30 მაისს მსახიობი უეცრად გარდაიცვალა, ის სახლში ცოლთან ერთად იმყოფებოდა.


მაიკლი „მატარებელი ტომასის“ მთხრობელი 13 სერიის განმავლობაში იყო, მან 1991 წელს რინგო სტარი ჩაანაცვლა.


ის ცნობილი იყო სხვადასხვა როლით, მათ შორის „არნი სექტემბრის სიმღერაში“, „მარტინ ნიარხოში“ და სხვა.