ე.წ საბურთალოს კლასტერში ინფიცირებულების რიცხვი გაიზარდა

  • 31 მაისი 11:45

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 26-ით გაიზარდა. როგორც დღეს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ბრიფინგზე თქვა, 26 ახალი შემთხვევიდან 4 ე.წ. „საბურთალოს კლასტერს“ უკავშირდება.

ამ კლასტერიდან ოჯახის 7 წევრი იყო დაინფიცირებული, ახლა ამ კლასტერის საერთო რიცხვი 11-ია.


ცნობისთის, ამ ეტეპაზე საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვავა 783-ია, გამოჯანმრთელდა 605, ხოლო გარდაცვლილია 12 ადამიანი.