ქარელის მერმა სხდომაზე მყოფ მოქალაქეებს შეაგინა (ვიდეო)

  • 30 მაისი 21:07

29 მაისს, ქარელის საკრებულოს სხდომაზე მერმა ზაზა გულიაშვილმა მოქალაქეებს შეაგინა.

მერმა სიტყვიერი შეურაცხყოფა იმ მოქალაქეებს მიაყენა, რომლებიც დაახლოებით 10 ათას კვადრატული მეტრის მიწის ფართობის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას აპროტესტებდნენ. 


 


დარბაზში მყოფ მოქალაქეებს ეს ფაქტი არ შეუმჩნევიათ რადგან ხმაური იყო, თუმცა კადრები qartli.ge-ის კამერამ დააფიქსირა.