ღამით თავის დაბანა თმას ბზინვარებას უკარგავს - დღის რომელ პერიოდშია კარგი თმის დაბანა

  • თბილისელები
  • 5 ნოემბერი 14:39

დამღლელი სამუშაო გრაფიკისა და დროის უქონლობის გამო, ადამიანი კანის, თმისა და ფრჩხილების მოვლას საკმარის დროს ვერ უთმობს. არადა, მხოლოდ დაბანა და ფრჩხილზე ლაქის წასმა, თავის მოვლას არ ნიშნავს.

 


ზაფხულის თაკარა მზეზე თმა განსაკუთრებულად ზიანდება – შრება, მბზინვარებას კარგავს, იყოფა თმის ბოლოები, რაც შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ხდება შესამჩნევი და თვალშისაცემი. ამას გარდა, თმას ხშირი დაბანა, დავარცხნა, შეღებვა და არასწორი დასაბანი საშუალებების გამოყენებაც აზიანებს.


დაზიანებული თმის აღსადგენი ბევრი საშუალება არსებობს, მათ შორის ყველაზე ეფექტურად თმის ნიღბები მიიჩნევა, მაგრამ ის ყველამ ინდივიდულურად უნდა შეარჩიოს. სამკურნალო ნიღაბი თმის დაზიანებული ბოჭკოების აღდგენაში დაგეხმარებათ და მას ტენიანობასა და მბზინვარებას დაუბრუნებს. გამოიყენეთ ისეთი პროდუქცია, რომლებიც არც ზედმეტი ცხიმის გამოყოფას გამოიწვევს და არც თავის კანს გამოაშრობს. მნიშვნელოვანია ისიც, დღის რომელ მონაკვეთში დაიბანთ. მაგალითად, საღამოს დაბანის შემდეგ, თმა კანქვეშა ნივთიერებებს გამოყოფს, რომლებიც მას მთელი ღამის განმავლობაში მბზინვარებას უკარგავს. ამიტომაც, ყველანაირი ტიპის თმისთვის დილით დაბანა ჯობია. თუ საცურაო აუზზე დადიხართ და თმის დაბანა ყოველდღიურად გიწევთ, ქლორისგან ისედაც დაზიანებული სტრუქტურა კიდევ უფრო რომ არ გაუარესდეს, ნუ გამოიყენებთ შამპუნსა და კონდიციონერს. ქლორი, უბრალოდ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
რუჯის მიღებისას კანის სრულყოფილად დაცვას, მაღალი ხარისხის დამცავიც კი ვერ უზრუნველყოფს.


 

წყარო: თბილისელები