ფაშინიანი: სომხეთში ეპიდვითარება უარესდება - გადავაჭარბეთ ირანის მონაცემებს

  • imedinews.ge
  • 30 მაისი 00:20

სომხეთის პრემირერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთში ეპიდვითარება უარესდება.

„ერთ მილიონ მცხოვრებზე გათვლით ჩვენ უკვე გადავაჭარბეთ ირანისა და საფრანგეთის მონაცემებს, გავუთანაბრდით რუსეთს და, თუ ასე გაგრძელდება, იტალიის მაჩვენებელს დავეწევით. ვირუსის სწრაფად გავრცელების მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაა. აუცილებელია პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა“, - აღ​ნიშნა ფაშინიანმა.


ბოლო მონაცემებით, სომხეთში COVID19-ის 8 676 შემთხვევაა დადასტურებული. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge