ფრთიანი ფრაზები პარლამენტიდან – ვის ვინ რა უთხრა დღეს

  • primetimenews.ge
  • 29 მაისი 19:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციით მოსმენა პარლამენტში ცხარე კამათის ფონზე მიდიოდა. „პრაიმტაიმი“ გთავაზობთ ფრთიან ფრაზებს დღევანდელი სხდომიდან. 

 

გია ვოლსკი:


„სადისტები იყავით, მაშინ ძალა გქონდათ ხელში. თქვენ ლაპარაკობთ ახლა სისხლისღვრაზე? სირცხვილი არ არის? ვისზე გიზრუნიათ საერთოდ“
 


გიორგი გახარია: 


„ზოგიერთ ჩვენს კოლეგას ემოციები ძლევს, დაიღალეთ ეტყობა კოლეგებო და ვეღარ თოკავთ სამწუხაროდ საკუთარ ეგოს“
 


გიორგი გახარია:


„თქვენ ის გაინტერესებთ, კვირიკაშვილი რატომ მოხსნეს. წარსულში ცხოვრობთ და დარჩებით იქ“
 


რომან გოცირიძე: 


„ირაკლი კობახიძეს განუცხადებია, გოცირიძემ 5 წუთში 8 ტყუილი თქვაო – სინამდვილეში 8 სიმართლე ვესროლე და რვავე შუბლში მოხვდა“
 


გიგა ბოკერია გახარიას:


„დიდ გულზე იმათთან ხართ, ვინც ცივილიზებულად გელაპარაკებათ? ყვავილების გამყიდველს აჯარიმებთ, გვერდით რელიგიურ ფანატიკოსს ვერ უბედავთ ხომ?“
 


თინა ბოკუჩავა:


„ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად, ეს კარგად დაიმახსოვრეთ, ვერასოდეს ჩამოირეცხავთ “თვალთხარია გახარიას” სახელს“
 


ირმა ინაშვილი:


„ცირკი, მასკარადი, გოიმი და ჯიგარი – ეს ყველაფერი გავწიოთ გვერდით და ვიფიქროთ ადამიანებზე. ნაციონალური მოძრაობის და ოცნების, ორივე ერთმანეთის ღირსი ხართ სინამდვილეში, მაგრამ ამ ხალხმა რა დააშავა“
 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge