“იცით რატომ მოხსნა ივანიშვილმა კვირიკაშვილი?” – “ამას რა უნდა ვუპასუხო…”

  • ალია
  • 29 მაისი 16:38

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, პრემიერს გიორგი გახარიას საქართველოს ექს-პრემიერზე გიორგი კვირიკაშვილზე ჰკითხა.

 

"თქვენ რა ციფრები წარმოადგინეთ არის ტყუილი. ბატონო პრემიერო, იცით რატომ მოხსნა ივანიშვილმა თქვენი წინამორბედი, რატომ გაუშვა სახლში? გაეროს კვლევების გამო, სადაც ჩანდა, რომ იმატა სიღატაკემ – ეს იყო ოფიციალური ვერსია, თორემ, სინამდვილეში ვიცით რატომ გაუშვა და თქვენც გაგიშვებთ.


იმიტომ რომ გაეროს კვლევის მიხედვით, ბავშვებში უკიდურესი სიღატაკე 2015 წელს იყო 2,5 პროცენტი და 2017 წელს გახდა 6,8 პროცენტი.


პოენსიონრებში უკიდურესი სიღატაკე 2015 წელს -1,7% და 2017 წელს – 6,7%


ამს შემდეგ სარწმუნო განახლებული ინფორმაცია არ არსებობს და თქვენ მიერ მოტანილი ყველა ციფრი ტყუილია.


2013 წელს 90 დოლარი იყო პენსია და ახლა არის 75 დოლარი, არ თქვათ რატომ ითვლი დოლარებშიო, ინფლაციის გამო…


საქართველოს მოსახლეობა არის უკიდურეს გაჭირვებაში….”


პრემიერმა რომან გოცირიძის რეპლიკას მოკლედ უპასუხა:


“ამას რა უნდა ვუპასუხო? (მქუხარე ტაში დარბაზში…) თქვენ პენსიონრებზე მეტად ის გაინტერესებთ რატომ მოხსნეს კვირიკაშვილი – თქვენ წარსულით ცხოვრობთ…”


 


 
 


 
წყარო: ალია