3 რამ, რაც სამზარეულოში შესვლამდე აუცილებლად უნდა იცოდე!

  • trend.ge
  • 29 მაისი 16:03

იმისთვის, რომ სამზარეულოში ფუსფუსი მარტივი, ხალისიანი და პიკანტური იყოს, სულაც არაა აუცილებელი კულინარიულ სკოლებში წლები დავყოთ და შემდეგ აქ მიღებული ცოდნა სხვადასხვა რესტორნების სამზარეულოებში დავხვეწოთ.

1. კულინარიული შედევრები მარტივად მხოლოდ მაშინ იქმნება, როცა ყველაფერი ადგილზეა და წინასწარაა მომზადებულია!


წარმოიდგინე წინსაფარი გაცვია, სახელოები უკვე აწეული გაქვს, თმა კი შეკრული! მზად ხარ მთელი თავით გადაეშვა კულინარიის სამყაროში, ამ დროს კი რა ხდება? აღმოჩნდა, რომ საკუჭნაო ოთახიდან კიტრის მწნილის გამოტანა დაგვიწყებია, ეს ოთახი კი ეზოშია. მწვანილი, კარტოფილი, ხახვი დასაჭრელია. რა უნდა ქნა? ყველაფერი მიატოვო და კიტრის მწნილის მოსატანად გახვიდე, არა? დაჭრა დაიწყო? საშინელებაა! ამ დროს ხომ მთელი ჩვენი მობილიზება სადღაც გაქრება.


 2. არ არის აუცილებელი დანებს ჰაერში აბზრიალებდა და საჭრელ დაფაზე ცეცხლს ანთებდე! მთავარია იცოდე, რომელი ტექნიკა გამოიყენო.


არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებიც თვეების განმავლობაში სწავლობენ, როგორ დაჭრან ფენა-ფენა, ასანთის ღერივით წვრილად, კუბიკებად ან სულაც, როგორ დაკეპონ. მაგრამ კარგით, რა! აბა, რამდენ ჩვენგანს აქვს დრო თვეები დაახარჯოს დანის დასმის სწავლებას? მგონი, არც თუ ისე ბევრს.


 დაგვიჯერეთ, რამდენი კურსიც არ უნდა გაიაროთ, რამდენი თვეც არ უნდა დაჰყოთ სხვადასხვა დანების შესწავლაში, საბოლოოდ მაინც იმ დასკვნამდე მივალთ, რომ თუ ერთ ასეთ ტექნიკას „Mandoline”-ს შევიძენთ და მივენდობით, ყველაფერი იდეალურად გვექნება, რადგან მისი დახმარებით ყველაფერს ისეთივე სიზუსტით დავჭრით, როგორც გვინდოდა და როგორსაც, ალბათ, ვერასდროს ვიზამდით მხოლოდ დანების გამოყენებით და ჩვენივე თავების იმედად.


3.როდესაც სუნელებსა და საკმაზებზე მიდგება საქმე, არ დაგავიწყდეთ, რომ მჟავა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მარილი!


ალბათ, გარშემომყოფებისგან ხშირად მოგვისმენია, საჭმელს ოდნავ მარილი აკლდა! ჩათვალე, რომ არაფერი მიჭამია - უგემური იყო! ვერ შეეკამათები, კაცია და გუნება!


 მაგრამ თუ მარილს ამხელა მნიშვნელობას ვანიჭებთ გირჩევთ, რომ იქვე არასდროს დაივიწყოთ მჟავა. მჟავის დამატება კერძისთვის დღესასწაულის ტოლფასია - გემოებს უფრო მეტ პიკანტურობას სძენს, კერძს აცოცხლებს და მძიმედ მოსანელებელ საკვებსაც კი მარტივსა და ჰაეროვანს ხდის.


არ უნდა დაგვავიწყეს მცირე დოზით - თეთრი ღვინის, ლიმონის წვენის ან ძმრის კერძისთვის პკურება.


 

სრული ვერსიის ნახვა trend.ge