რას ურჩევს ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტების ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს?

  • 29 მაისი 12:44

ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტი ნუცა ძანძავა 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს რჩევას აძლევს.

რა უნდა გავითვალისწინოთ ისტორიის გამოცდაზე:


"ჩემი გამოცდილება, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, ალბათ ყველა სხვა აბიტურიენტის მსგავსია. გადატვირთული გრაფიკი და მთელი წლის შრომა, ფაქტობრივად, ციფრებში უნდა ასახო, რაც საკმაოდ რთულია და ბევრი მოულოდნელი სიხარული თუ იმედგაცრუება სდევს თან. ამის გამო გამოცდამდეც, გამოცდის შემდეგ და შედეგების მოლოდინშიც საკმაოდ აღელვებული ვიყავი. ქულის გაგება რამდენადაც სასიხარულო, იმდენად მოულოდნელი გახლდათ, თუმცა ამან მიმახვედრა, რომ რეალურად დაუძლეველი არაფერია, თუ საკმარის შრომას და მონდომებას გამოიჩენ.


ისტორიის ტესტის სპეციფიკიდან გამომდინარე, რამდენიმე უნარ-ჩვევის ერთად გამოყენებაა საჭირო. რა თქმა უნდა, ფაქტების დამახსოვრება უმნიშვნელოვანესია, რასაც პირადად მე ბევრი შრომითა და ჩემი მასწავლებლის დახმარებით გავართვი თავი. თუმცა, ვფიქრობ, ლოგიკური აზროვნების უნარი და ტექსტის გააზრებაც საკმაოდ დიდ როლს თამაშობს, რის დასახვეწადაც საუკეთესო გზად კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა და სხვა მრავალი ტექნოლოგიური რესურსის გამოყენებაა საჭირო.


ამიტომაც ყველას ვურჩევდი, რომ მხოლოდ ტესტებით და მასალის კითხვით არ შემოიფარგლონ და რაც შეიძლება გაიფართოვონ ჰორიზონტი."