ტრამპი ტვიტერს ემუქრება

  • amerikiskhma.com
  • 29 მაისი 11:35

შეერთებული შტატების ლიდერმა ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა საპრეზიდენტო განკარგულებას სოციალური ქსელების წინააღმდეგ.

განკარგულება აღმასრულებელი შტოს სააგენტოებს უბრძანებს, რომ დაავალონ დამოუკიდებელ მარეგულირებელ სააგენტოებს, მათ შორის კომუნიკაციების ფედერალურ კომისიას და ფედერალურ სავაჭრო კომისიას, შეისწავლონ აღნიშნული საკითხი. კერძოდ, მათ უნდა გაარკვიონ, შეუძლიათ თუ არა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ახალი რეგულაციების დაწესება.


ექსპერტები ეჭვობენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება კონგრესის გარეშე საერთოდ შესაძლებელი იყოს. ანალიტიკოსების აზრით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკურია, ვიდრე არსობრივი. ტრამპს სავარაუდოდ, სჭირდება თანამოაზრეების და მომხრეების მხარდაჭერის მობილიზება მას შემდეგ, რაც სამშაბათს "ტვიტერზე" მოხდა.


სამშაბათს "ტვიტერმა" ტრამპის განცხადებებს ფაქტების გადამოწმების გაფრთხილების იარლიყი მიამაგრა. მსგავსი მეთოდით სოციალური მედიის პლატფორმა არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ებრძვის. ტრამპმა "ტვიტერი" არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა და დაემუქრა სოციალურ ქსელებს იმით, რომ ეს ძვირი დაუჯდებათ.

სრული ვერსიის ნახვა amerikiskhma.com