„მძიმე პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა“

  • 29 მაისი 11:08

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. აღნიშნულის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

"მძიმე პაციენტებთან დაკავშირებით გვაქვს მკვეთრი გაუმჯობესება. 3 მძიმე პაციენტი, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში ვახსენებდი მათი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია. მათ მდგომარეობაზე საშუალოზე მძიმედ შეიძლება ახლა ვილაპარაკოთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. უმეტესი მათგანი საშუალო სიმძიმისაა", - აღნიშნა ეზუგბაიამ.


ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდინფიცირების 746 ფაქტია დადასტურებული. აქედან გარდაცვლილია 12 ადამიანი, ხოლო ინფექციისგან გამოჯანმთელებულია 576 პაციენტი.